ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერც კი გარისკა, რომ დაენიშნა პროცესი და განეხილა ჩვენი შუამდგომლობა. სასამართლოს შეეშინდა, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად გამოაქვეყნებს მოსამართლის განჩინებას.

"ტვინი არ დაუღლია და ვერც დაღლიდა მოსამართლე ამ საკითხზე, რომ უარი ეთქვა შუამდგომლობაზე. სამართალთან, სინდისთან და გონიერებასთან აქ არაფერია. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერც კი გარისკა, რომ დაენიშნა პროცესი და განეხილა ჩვენი შუამდგომლობა. სასამართლოს შეეშინდა ამის გაკეთების იმიტომ, რომ მოუწევდა მზის სინათლეზე გამოსვლა. 

ამ პროცესზე ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რომ ჩვენი გარემოებები არ არის საკმარისი პატიმრობის შესაცვლელად.

აუცილებლად გამოვაქვეყნებ  სასამართლოს ამ სამარცხვინო განჩინებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს ყოლბაიას საქმენი საგმირონი"  - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.