უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რითაც გამოავლინა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობა.

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.