მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე  განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

"განვიხილავთ საქართველოში მოვლენების შემაშფოთებელ განვითარებას, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ ეს არ სურს მთავრობას. 

ოპონენტები ციხეში არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების ხმას კი ახშობენ, ამავდროულად დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ არა მხოლოდ ახალისებს, არამედ უძღვება ეს ხალხი, რომელიც ხელისუფლებაშია.

ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე და მის წარმომადგენლებზე, ასევე ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილება.