ჩემს ჯინაზე, ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად გამომცხადებლებს ვუხსნი, თუ რატომ არ არის ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დაკავებამდე არასდროს გამოუთქვამს ივანიშვილისგან და მისი პარტიისგან განსხვავებული აზრი, ამიტომ პოლიტიკის გამო არ და ვერ დაიჭერდნენ.

"თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ჩართული იყო მრავალ მძიმე დანაშაულზე, რომლის შესახებაც მთელმა საზოგადოებამ იცის. საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი – ის ყოველთვის კრიმინალური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ახლა კი იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ამ თემას მუსირებენ. მათ რეალურად სურთ ღარიბაშვილთან რაღაც სახის კოალიციის გაკეთება, ვინაიდან მათი აზრით ღარიბაშვილს აქვს ფული და გავლენა ქოცების რაღაც ნაწილის. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სრულიად ამორალურია, ის ასევე სრულიად არაპრაგმატულია. თუმცა ეს პოლიტიკოსები არც არასდროს ბრწყინავდნენ სწორი პოლიტიკური ინტუიციით. ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გააზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განაცხადა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორი პოლიტიკური პატიმარია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერდა: „რადგან საქმე მე მეხება, არ ვაპირებ თინასთან შეკამათებას, ღარიბაშვილის და ჩემს ერთ პლანზე დაყენებისთვის, აზრი არ აქვს! თუმცა საპასუხო, რა თქმა უნდა არის, ყველა დანარჩენისგან. თუკი რამე მასწავლა მწარე გამოცდილებამ, ყოველთვის ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი“.