"ავერსის" 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
"ავერსის" 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
1794564370
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მალაიზიისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე და სამედიცინო სამსახურის უფროსი თამარ სხირტლაძე, რომელთაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის მიღწევებზე ისაუბრეს.დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ და ქრონიკული დაავადებებისა და ტრავმების განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა მებონიამ.მონაწილეებმა განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევები, თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.Roche Diagnostics-ის ჯანდაცვის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, ჟანარ კანიბეკოვამ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა და თანამედროვე მედიცინის პირობებში აღნიშნული დიაგნოზით არცერთი ქალი არ უნდა იღუპებოდეს.აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგმა ნარგიზ ზეინალმა კი განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები ქმნის შესაძლებლობას, კოლეგებმა გააზიარონ გამოცდილება, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეროვნულ სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალსაც ეწვივნენ, სადაც სამედიცინო სამსახურის უფროსმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა და საქართველოში მოქმედი სკრინინგის პროგრამები, სამედიცინო სერვისები და მათი განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება გააცნო.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომების დანერგვასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგულ კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ნომერზე: 2 20 35 35.ცენტრების მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის ქ. N1; დიდუბე, აკ. წერეთლის გამზ. N69; ვარკეთილი, კალოუბნის ქ. N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.
1794563992
მისი თქმით, ამ თემებს პასუხისმგებლობით უდგება პარტია, რომ მომავალში გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები."ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცალკეული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრიობასთან დაკავშირებით არის მანიპულაციური, გამომდინარეობს პოლიტიკური შეფასებებიდან და პოლიტიკური ანგაჟირებიდან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კამპანიის სახით და მიზნად ისახავდა საზოგადოების აზრის დაზომბირება ხდებოდა. თითოეული ფაქტი ჯერადობის თვალსაზრისითაც ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საფუძვლად, ამიტომ, ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, არის ჩვენი პოლიტიკური პრობლემა, პასუხისმგებლობა და ტვირთი. ამ თემებს ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვუდგებით, თითოეულ ანგარიშს ვუდგებით ყურადღებით. ეს დოკუმენტები ჩვენთვის სახელმძღვანელოა ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და აქტივობების დასადგენად, იმისათვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა ადრე ჩვენი მმართველობის პირობებში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიმართ, შემდგომში გამოირიცხოს და თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
1794563671
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
1794563497
მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა.გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.
1794557616
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - აცხადებენ პროკურატურაში.
1794551820
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1794549720
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 618 920 (+2 590) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.11.26-მდე: ტანკები – 12 472 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 731 (+11), საარტილერიო სისტემები – 52 322 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 271 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 756 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 136 (+6); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 607 083 (+1 160), ფრთოსანი რაკეტები – 5 196 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 174 307 (+469), სპეციალური ტექნიკა – 4 905 (+6).
1794513038
ზელენსკიმ რუტეს უკრაინის ცის დაცვაში უცვლელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მასირებული დაბომბვების გამო ამჟამად ვითარება უკიდურესად რთულია - მხოლოდ ნოემბრის პირველ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 115 რაკეტა, ასევე ათასობით მართვადი საავიაციო ბომბი და რეაქტიული "შაჰედი" გაუშვა.ზელენსკის თქმით, ანტიბალისტიკური რაკეტების მუდმივი დეფიციტის გარდა, რითაც მტერი ენერგეტიკაზე დარტყმებისთვის სარგებლობს, ახალი ტექნიკური სირთულეებიც წარმოიშვა. კერძოდ, რეაქტიული დრონების ჩამოგდებას ხელს უშლის ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემა Starshield-ის მუშაობაში არსებული შეფერხებები.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების გააქტიურების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამშვები სისტემები ცარიელი არ დარჩეს."ხელოვნური შეზღუდვები მშვიდობაზე არ მუშაობს, ისინი აგრესორზე მუშაობენ. მადლობა, მარკ, PAC-2-ითა და PAC-3-ით დახმარების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
