ჩვენ ვართ ევროპის ცენტრში, ისინი არიან ირანში, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ დემოკრატია და ხალხის უფლებები არ აინტერესებთ.

"ჩვენ ვართ ევროპის ცენტრში, ისინი არიან ირანში, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ ირანში არაფერი არ გვესაქმება, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევროკავშირში. რაც შეეხება ტრაექტორიის ცვლილებას, მე მინდა ამერიკელებს, ჩვენს პარტნიორებს ვუთხრა - ხალხო, გამოფხიზლდით, ვის ელაპარაკებით, ხომ ხედავთ. თქვენ მათ ხვდებით, ელაპარაკებით და ისინი ისევ ირანში ჩადიან იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არაფერი სალაპარაკო და სათანამშრომლო დემოკრატიულ ძალებთან, მათ დემოკრატია და ხალხის უფლებები არ აინტერესებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე იმყოფება.