მოცემულობა შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი, რომ მოყვარეს ლანძღავენ, მტერს - ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით მტერი ქვეყანას უფრო მეტად "აჯდება თავზე".

"მოცემულობა შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი, რომ მოყვარეს ლანძღავენ, მტერს - ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, ამის ფილოსოფიური საფუძველი ისაა, რომ მოყვარეს რომ აგინებ, ის დაგინდობს და მტერმა შეიძლება ხელი შემოგიბრუნოს, ამიტომ, იმას ხელები უნდა უკოცნო, საბოლოო ჯამში კი, ვიღებთ იმას, რომ მეგობრებს იმტერებ, ისინი საპასუხოდ ხელს იღებენ შენზე და პარალელურად, მტერიც არ გცემს პატივს, ის ამას სისუსტეში გითვლის და კიდევ უფრო მაგრად გაჯდება თავზე. რუსეთს კი ამის დემონსტრირება არაერთხელ გაუკეთებია.

ბიძინა ივანიშვილს აქვს შფოთვები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რომლის საფარქვეშაც მას შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უნდოდა, პრაქტიკულად, სრულდება. ფაქტია, რომ მან მიიღო ემპირიული გამოცდილება მმართველობითი სისტემის შესახებ რუსეთში და იმ მოდელზე დაიწყო აგება ქვეყნის მმართველობის, რითაც რუსეთის ლუკმა გახდა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.