ყველას მოვუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებს, დავანებოთ თავი ინტრიგების ხლართვას თუ რაღაცებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი თუ დღეს არიან წინააღმდეგობის და გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი ხვალ და კიდევ ძალიან დიდხანს, ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი.

"თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენი პატრონი მაინც ვერ და არავინ არ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, განმათავისუფლებელი ქმედებები მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი წინსვლა და ნამდვილი განვითარება.

რა არჩევნებზე საუბრობთ, არჩევნები საქართველოში არ ტარდება და რახან არ ტარდება, ამას უნდა მოპოვება. ქვეყანა არის კოლაბორაციულ, ოკუპაციურ მიძინებულ რეჟიმში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ განმათავისულებელ პროცესსა და მოძრაობაზე, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებს, დავანებოთ თავი ინტრიგების ხლართვას თუ რაღაცებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის.

თუ ისინი არ არიან წინააღმდეგობის და გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი დღეს, ხვალ და კიდევ ძალიან დიდხანს, ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.