ეს არის სისტემური ძალადობა, რომელსაც ფესვი აქვს გადგმული. რაც უფრო დაუნდობელია სისტემა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეჭამს საკუთარ თავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, მათზე ძალადობს.

"ეს არის სისტემური ძალადობა, რომელსაც ფესვი აქვს გადგმული. რაც უფრო დაუნდობელია სისტემა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეჭამს საკუთარ თავს.

მაშინ, როცა სისტემა შეიძლება ძალადობდეს კონკრეტულ სამოქალაქო პირებზე, ან პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება მათ არ მოსწონდეთ, იმ ჯგუფებზე, რომლებიც ამ ძალაუფლების, ბიძინა ივანიშვილის და ანტიქართული "ოცნების" ხმამაღალ კრიტიკოსებად ითვლებიან, ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ამ რუსული რეჟიმის მხრიდან. ეს არის კრემლისტური ქმედება, მათ აღარ აქვთ უნარი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან და ახლა უკვე თვითგადარჩენაზე ზრუნავენ, რაც სხვის დაჩაგვრას და ძალადობას, წამებაში ვლინდება.  ყველა მოქალაქემდე დავა ეს ძალადობა. მთელი სახელმწიფო, ძალაუფლება გადართულია იმაზე, თუ როგორ დაიცვან სისტემა და გამოძვრნენ ამ ყველაფრიდან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა. დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა კი გვიან ღამით დამძიმდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.