მთავარი შეცდომა არის ის, რომ თურმე ნატოში გაფართოების სურვილი არის რუსეთის მაპროვოცირებელი, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოსკენ სწრაფვის მიზეზი და მიზანი თავდაცვის გარანტიებია.

"მთავარი შეცდომა არის ის, რომ თურმე ნატოში გაფართოების სურვილი არის რუსეთის მაპროვოცირებელი. ნატოსკენ იმიტომ ვისწრაფვით ჩვენც, უკრაინაც და სხვა ქვეყნებიც, რომ თავდაცვის გარანტიები გვსურს. ამიტომაც, ეს ჩვენი სწრაფვა, მათ შორის იმ ქვეყნების, რომელიც არის მეზობელი ქვეყნები, ყოველთვის გაგრძელდება თავდაცვის გარანტიების მისაღებად. ნატო იქნება, თუ რა ალიანსი იქნება თუ რა თავდაცვის გარანტია იქნება, ამისკენ მივისწრაფვით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.