პოლონეთმა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას პოლონეთის საელჩო საელჩო ავრცელებს. 

დასანქცირებულების ვინაობა უცნობია.

"საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ქართული ძალოვანი უწყებების 8 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

პოლონეთი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს", - წერს საელჩო.