რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? ჩამომახვრჩეთ ბარემ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ არის დაკავებული, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა.

"რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტეთ პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, ჩამომახვრჩეთ ბარემ",  - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.