რაც შემიძლია მე, ერთ ადამიანს, ვაკეთებ ყველაფერს საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესთან ერთად, რომ ეს რეჟიმი დაემხოს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამ მიზნისათვის ყველა აქციასა თუ მსვლელობაში ჩაერთვება.

"რაც შემიძლია მე, ერთ ადამიანს, ვაკეთებ ყველაფერს საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესთან ერთად, რომ ეს რეჟიმი დაემხოს პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი ამოცანაა, რომ რეჟიმი დასუსტდეს. რეჟიმს რამდენიმე საყრდენი აქვს - პროპაგანდა, რეპრესიული პოლიცია, მოძალადე ადამიანები, ბიძინა ივანიშვილის შავი ფული.  საქართველო გახდა ოფშორი ქვეყანა მისი ქონებისთვის და მან ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 400 მილიონი მოჰპარა. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე ეს წარმოუდგენლად მძიმე რუსული რეჟიმი ყველანაირად შესუსტდეს. ამიტომ, მე შევუერთდები ყველა აქციას, ყველა მსვლელობას, ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც მე შემეძლება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.