ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, მას ლუკაშვილი უნდა ვუწოდოთ, რადგან ის აკეთებს ბელარუსის საქმეს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეიძლება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსკოვისგან საქართველო გათავისუფლდეს.

"გუშინ აქ, ამ დარბაზში, ჩვენ მივესალმეთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც სიტყვით გამოვიდა, თუმცა მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ, რომელიც არის ისტორიული მომენტი. წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას და ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა.

საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თითქმის იგივე რიცხვი, რაც უკრაინაში.

საქართველო უფრო ადრეული მსხვერპლი იყო  მოსკოვის და კრემლის და ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. წარმოგიდგენიათ?! 

კითხვა მდგომარეობს იმაში, - ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი პატრონები? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს არის კრემლის ჩურჩული. 
საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან,  სწორედ ეს ხდება ახლა.

2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა - კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით როდის. ბევრმა ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა, მაგრამ პუტინმა ძალიან კარგად იცოდა. 

2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ამ ქვეყნებს ანადგურებს, ქვეყნების ოკუპირებას ცდილობს და ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იპყრობს, რადგან  მისი ტანკები დაკავებული აქვს უკრაინაში.

ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, მას ლუკაშვილი უნდა ვუწოდოთ, რადგან ის აკეთებს ბელარუსის საქმეს საქართველოსგან. სწორედ ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა და ახლა ეს ოკუპირებული ქვეყანაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში.

სულ რამდენიმე თვის წინ აქ გიორგი ვაშაძეს შევხვდით სხვა ქართველ ლიდერებთან ერთად, რომლებიც ახლა ციხეში არიან. რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  მოსკოვისგან საქართველო ვიხსნათ",  - განაცხადა გონჩარენკომ.