რუსეთმა იცის, რომ ირანი ამერიკასთან ბრძოლით დასუსტებულია, თურქეთთან ფიქრობს, რომ დალაგდება და საბოლოო ჯამში, ფიქრობს, რომ საქართველო დატოვოს მარტო, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიული პარტნიორების გარეშე.

"ის, რომ ამგვარ მსჯელობას ანორმალიზებენ, რომ თითქოს, 3+3 ფორმატი საქართველოსთვის რაიმე სახით მომგებიანიც კი  იყოს, არა თუ მომგებიანი, ეს სამი წლის წინ ისეთი აბსურდი იყო, რომ ამის თქმაზე ყოველგვარი რეპუტაცია იკარგებოდა ექსპერტის, მაგრამ უბრალოდ რომ მიმოვიხილოთ, რატომ არის აბსურდული ასეთი ტიპის განცხადება, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ნეიტრალიტეტი ზოგადად არ არსებობს საქართველოსთვის, ცალმხრივი ნეიტრალიტეტი საერთოდ არ არსებობს და რუსეთის აღიარებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გამოვცადეთ. მეორე საკითხია ის, რომ საერთოდ აბსურდია რუსეთის, თურქეთისა და ირანის მხრიდან საქართველოს გარანტორებად წარმოდგომა იმიტომ, რომ რუსეთი და ირანი ოდნავადაც არ გამოხატავენ ამგვარ სურვილს და პირიქით, სამხრეთ კავკასიის მიმართ როგორი მისწრაფებებიც აქვთ, ვიცით და ირანის კი კარგად გამოიხატა ტრამპის კორიდორთან დაკავშირებით სომხეთთან გაკეთებულ განცხადებაზე. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთს მართლა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა თანამედროვე საქართველოს რესპუბლიკის განვითარებაში. ბევრჯერ ძალიან ფასეულად დაგვხმარებიან, მაგრამ თურქეთი მხოლოდ მაშინ არის საქართველოს პარტნიორი, თუკი საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის და იმ ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, რასაც თურქეთი პატივს სცემს, თორემ მარტო დარჩენილ საქართველოს თურქეთი რუსეთს არ დაუთმობს.

რაც შეეხება დისკურსს, ეს პირდაპირ გვაბრუნებს იმ მოცემულობაში, რაც იყო საქართველოსთვის მე-18 საუკუნეში. ერთი სიტყვით, ეს არის საქართველოს დაცლის დასავლური მისწრაფებებისგან, უპარტნიოროდ დატოვების იმისათვის, რომ შემდეგ  გაიყონ ან "ამასიის ზავით", ან "გეორგიევსკის ტრაქტატი" და ამის ფონზე, რასაკვირველია, რუსეთს აქვს იმედი, რომ ამ საფარ ქვეშ დიდი ლუკმის მიტაცებას შეძლებს იმიტომ, რომ ირანი ამერიკასთან ბრძოლით დასუსტებულია, თურქეთთან ფიქრობს რომ დალაგდება და საბოლოო ჯამში, რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველო დატოვოს მარტო", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.