ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ თავს.

"სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს და თავს დაგვესხნენ.

დაცვის წევრები მე მიჭერდნენ, ისინი კი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვირტყამდნენ.

რა მშიშარა ხერხია, ბიჭებო. მხოლოდ ჩვენ ორნი - მე და ჩემი მეგობარი მოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები როგორც გველები მოგვეპარნენ უკნიდან. რანაირი ჩხუბია ეს? რანაირი კაცი აკეთებს ამას? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდა, მოდი, რეალურად გავაკეთოთ ეს. და თქვენ უკნიდან მოგვეპარეთ, როდესაც მხოლოდ ორნი ვიყავით და მომზადებულები იყავით. რა ჯანდაბაა?" - აცხადებს დვალიშვილი.