რუსთაველზე ჩატარებული სახელმწიფო ღონისძიება ამ კანონის მიხედვით, რომელსაც ესენი ამკვიდრებენ, არის უკანონო და პოლიცია ვალდებული იყო, დაეკავებინა მისი ორგანიზატორები, მაგალითად, მეუფე შიო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ყველა აქცია არის უკანონო და სისხლის სამართლებრივად დასჯადი.

"სტრატეგიული დანიშნულების გზები თბილისში არის - თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, პუშკინის დაღმართი, ბარათაშვილი, სანაპიროები. ანუ, ყველა აქცია ამათი ლოგიკით და შეთითხნილი ბრალდებით არის უკანონო და სისხლის სამართლებრივად დასჯადი. მეტსაც გეტყვით, გუშინ წინ რუსთაველზე ჩატარებული სახელმწიფო ღონისძიება, რომელიც ბარათაშვილზე დაეშვა და შემდეგ სამებასთან ავიდა ამ კანონის მიხედვით, რომელსაც ესენი ამკვიდრებენ არის უკანონო და პოლიცია ვალდებული იყო, დაეკავებინა მისი ორგანიზატორები, მაგალითად, მეუფე შიო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"თბილისი მოლთან“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს, 13:00 საათზე დაიწყება.