არავის აქვს იმის ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებასთან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საერთაშორისო გამოძიება თავის საქმეს გააკეთებს.

"არავის აქვს იმის ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებასთან და გადასცემს რაიმე ტიპის მტკიცებულებას, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო გამოძიების მექანიზმები შედეგს დააყენებს იმის მიუხედავად, ივანიშვილი ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან. 

ივანიშვილი ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს ავტოკრატია, მმართველობის ის ფორმა, სადაც ადამიანის ადგილი არ არის, ადამიანებს ივანიშვილი უყურებს საარჩევნო ერთეულებად. მას ჩვენგან სჭირდება შიში, მორჩილება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.