დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ. ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველოს ე.წ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ პოზიციონირებს, ის დგას არა თავისუფალი სამყაროს გვერდით, არამედ დგას ავტოკრატიული ქვეყნების ბანაკის გვერდით, რუსეთის და მისი მოკავშირეების გვერდით, ეს არაერთ დიპლომატიურ ნაბიჯში და საგარეო პოლიტიკურ ქმედებაში თუ განცხადებაში იქნა გამოხატული. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.