დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ x-ზე წერს.

მისი თქმით, ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება.

“დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს. ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აბასთუმნის ცა დაიკეტა. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.