ყველას გელოდებათ ციხე, ვინც ხელს მოაწერთ ივანიშვილის დანაშაულებრივ განკარგულებებზე ქართული მიწების გასხვისებისა და აქ სხვა გენეტიკის ჩამოსახლების გენოციდურ პროცესებზე, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"900 წლის შემდეგ ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა არაბობა - მურვან ყრუს ლანდი და უკვე რამდენი წელია, ლეიბორისტული პარტია სოფელ-სოფელი დარბის არაბული გაზაფხულის არაბული დასახლებების წინააღმდეგ. გარკვეული ხანი შევაჩერეთ ეს პროცესი, მაგრამ ახლა შუა აღმოსავლეთში მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების გამო, კვლავ საჭირო გახდა ხალხთა დიდი მასების გადმოსახლება ივანიშვილის მიერ გაყიდულ ქართულ მიწაზე და ამ დიდი შვიდეულის დღეებში, რეესტრმა ხელისუფლების განკარგულებით, დაარეგისტრირა არაბულ კომპანია "იგლ-ჰილსზე" თბილისსა და რუსთავს შორის არსებული სამოთხის გადაცემა 6 მილიონი კვ. სახით. რიგშია გონიო - 3 მილიონი კვადრატული, სადაც ჩამოსახლდება უამრავი უცხოტომელი და ივანიშვილის გათვლით, აქ ქართველების ადგილი არ უნდა იყოს, რათა მან არა მარტო მილიარდები მიიღოს ჩვენი მამულების გაყიდვით, არამედ პასუხის მომთხოვნიც აღარავინ დარჩეს.  

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ არაბული ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ სამშენებლო კომპანიებს, მაგ ქვეყნების საელჩოებს და  მსოფლიო არბიტრაჟებს - ვინაიდან ივანიშვილის რეჟიმი არის არალეგიტიმური, მასთან დადებული ყველა კონტრაქტი, მათ შორის მიწების გასხვისებაზე თუ არაბულ-ეგვიპტური ქალაქების მშენებლობაზე, არის სამართლებრივად უკანონო და როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა ასეთი კონტრაქტი იქნება გაუქმებული. პლუს ამას, ივანიშვილთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, სამშენებლო კომპანიები და თუ პოლიტიკური ხელმძღვანელები ქართული მიწის მითვისების საკითხში, მიცემულები იქნებიან პასუხისგებაში, რადგან ივანიშვილი დასანქცირებულია და მას ჩადენილი აქვს მსოფლიოს სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულების უმრავლესობა, ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა თანამდებობის პირის, ვისაც ხელის მოწერა ეხება ამ სამშობლოს გამყიდველურ დოკუმენტებზე, არ გაბედოთ გადაწყვეტილებების მიღება აქ არაბების თუ ნებისმიერი უცხოელის ჩამოსახლებაზე, საქართველოს გადაშენებაზე. ყველას გელოდებათ ციხე, ვინც ხელს მოაწერთ ივანიშვილის დანაშაულებრივ განკარგულებებზე ქართული მიწების გასხვისებისა და აქ სხვა გენეტიკის ჩამოსახლების გენოციდურ პროცესებზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.