"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, უკვე გაგზავნა საკუთარი განცხადება პარლამენტში, მანდატის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით.

"მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყველანაირი კავშირი", - განაცხადა ვაშაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იმავეს გააკეთებენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც.

პარლამენტში დღეს დროებითმა სამანდატო კომისიამ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, მათ შორის, ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებენ.