სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 27 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა, სააპელაციო საჩივარი უკანონოდ ამოთხრილი  ბაობაბის 5 ხის საქართველოში გამოგზავნაზე. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემა dailymaverick-ის თანახმად სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის ეროვნული დეპარტამენტმა, ხუთი ბაობაბი 17 ივლისს "დააპატიმრა", ვინაიდან ექსპორტიორმა ვერ წარადგინა მათი ამოღების, ფლობის, ტრანსპორტირებისა თუ ექსპორტის კანონიერი ლიცენზია.

ექსპორტიორმა დაგვიანებით შეიტანა განაცხადი ლიცენზიაზე, თუმცა ის ივლისის ბოლოს უარყოფილი იქნა. ამის შემდეგ ექსპორტიორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, 27 ოქტომბერს ისევ უარი მიიღო.

"ჩვენი კლიენტის განზრახვა იყო ხეების ლანდშაფტური პროექტისთვის გადატანა და არა მათი განადგურება. ის აცნობიერებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობას. მისი პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციულ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებული შეშფოთებები, მან გადადგა აუცილებელი ნაბიჯები დეპარტამენტთან კომუნიკაციისთვის და დადგენილი პროცედურების გზით საკითხის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ექსპორტიორმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, თუმცა უარი თქვა დაესახალებინა იყო თუ არა ეს ივანიშვილი.

dailymaverick დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს, მათ დაუდასტურეს რომ კითხვები მიიღეს თუმცა პასუხი არ გასცეს კითხვას მიჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს უკანონო მოთხრილი ხეები საქართველოში.