ყველაფრის მიუხედავად, უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია პატრიარქს თავის ბოლო სათქმელი არ ეთქვა ხალხისთვის, ვინც მას ყველაზე მეტად ენდობოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია წერს.

"ცოდნით არ ვიცი, მაგრამ დაჯერებით არ მჯერა რომ პატრიარქის ანდერძი არ არსებობს.

ანდერძი არაა მხოლოდ მოსაყდრის ან ცალკე მომავალი პატრიარქის შესახებ ინფორმაცია, ანდერძი, უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ბოლო წერილი, უკანასკნელი მიმართვა საკუთარი სამწყსოს, ხალხის, ხელისუფლებების, საეკლესიო მსახურების შესახებ, პატრიარქის ბოლო სიტყვა ყველასა და ყველაფრის მიმართ, საბოლოო დარიგება თუ სხვა რამ.

არ მჯერა, რომ მხცოვან პატრიარქს ამ წლების მანძილზე არ ეზრუნა თავის საბოლოო შემაჯამებელ ეპისტოლეზე, ბოლო წერილზე.

ეს ზედმეტად უცნაური და საეჭვოა (რბილად რომ ვთქვათ), როდესაც ზოგიერთი საეკლესიო პირი თეორიულადვე და კატეგორიულად გამორიცხავს ანდერძის არსებობას.

საერთოდაც, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი 93 წლის, მრავალი დაავადების მქონე იყო და ბუნებრივად მოჩანს მისი გარდაცვალება, მაინც არაერთი უცნაურობა ახლდა მის გარდაცვალებას, წინა დღეს, მოვლენებს და ა.შ.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია პატრიარქს თავის ბოლო სათქმელი არ ეთქვა ხალხისთვის, ვინც მას ყველაზე მეტად ენდობოდა", - წერს გამზარდია.