"ქართული ოცნება" რაც უფრო სუსტდება, მით უფრო ემსგავსება შლეგს, სწორედ ამის გამოხატულებაა ელენეს გუშინდელი საქმის ამ მიმართულებით წაყვანა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა დასავლური კურსი გასამართლება.

"ქართული ოცნება" რაც უფრო სუსტდება, მით უფრო ემსგავსება შლეგს, სწორედ ამის გამოხატულებაა ელენეს გუშინდელი საქმის ამ მიმართულებით წაყვანა, დღევანდელი სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე წარმოუდგენლად სასაცილოა, ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოა, რომ ვერ ვიჯერებთ, ეს რეალურ ცხოვრებაში თუ შეიძლება ხდებოდეს. 8 პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ქვეყნის პროდასავლური ძალის სიმბოლოს წარმოადგენს, მათ ასამართლებენ.

"ქართული ოცნების" და ივანიშვილის ამოცანაა ჩვენი დასავლური კურსი გაასამართლონ და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, მათ შორის ამ ლიდერების დაჭერა, ხალხის ტროტუარზე დაკავება, ქუჩის გადაკეტვა - პროტესტის ნებისმიერი ხაზი, რაც აქტიურდება, ძალას აძლევს ხალხს და იმედს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, ყველაფერი აღქმული არის საკუთარი ძალაუფლების დაკარგვასთან და ამიტომ, როცა ისინი ამ შიშს გრძნობენ, ბევრად უფრო შლეგები ხდებიან და ბევრად უფრო ცდილობენ, რეპრესიები გაატარონ საზოგადოების ყველა სფეროზე", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო თავისუფლების 1 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.