სრულ იზოლაციას, დასავლური სამყაროსგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება.

"სრულ იზოლაციას, დასავლური სამყაროსგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა, რაც უდიდესი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მალე დემონტაჟდეს ეს სისტემა, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენონ არა მხოლოდ დასავლურ პერსპექტივას, სიკეთეს და მომავალს, არამედ ზოგადად ჩვენს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.