"რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლის უდიდესი და მნიშვნელოვანი პრივილეგია, დაკარგოს საქართველომ და დაკარგონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კუთხით საქართველოს რა მიღწევებიც აქვს, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, საჯაროდ ისაუბრა და ამას პირად საუბრებშიც ადასტურებს, რომ ეს იყო და არის ქართველი ხალხის დამსახურება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს მიზანმიმართულად ანგრევს და ანადგურებს "რუსული ოცნება" და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლის უდიდესი და მნიშვნელოვანი პრივილეგია, რომელიც უამრავი ოჯახისთვის ელემენტარული არსებობის შესაძლებლობა და წყაროა, ეს ყველაფერი დაკარგოს საქართველომ და დაკარგონ საქართველოს მოქალაქეებმა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.