საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს, 16:00  საათზე გამოცხადდება. 

გიორგი ახობაძემ წინა სასამართლო სხდომებზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ სტანდარტული და ბანალური "ჩადების" საქმე მოიგონეს.

გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.