თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს,  სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.

თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.