შს მინისტრის გეკა გელაძის ინფორმაციით, "სადგურის მოედანზე" მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული, ერთი კი დაშავებული.

"ამ ეტაპზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ერთი ადამიანია დაღუპული, ერთი კი დაშავებული", - აღნიშნა გელაძემ.

"სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, ამ დროისთვის  მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.