ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს კორუფციულ სქემებს ივანიშვილის რეჟიმის და მათ შორის აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორული კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ბრიტანეთის თემთა პალატის წევრის, ფილ ბლიკელის შეკითხვაზე ბრიტანეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს კორუფციულ სქემებს ივანიშვილის რეჟიმის და მათ შორის აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორული კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები.

ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.