"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის შვილს ცოტნე ივანიშვილს მიმართავს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ "პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, უნდა ჩანაცვლდეს დებატით".

"ცოტნე, იმედია კარგად გაქვს გააზრებული, რომ მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო. რთულია, მაგრამ ასეა.

კი ცოტნე, მამაშენის ბრძანებით აფურთხებდნენ სახეში შენს თანატოლებს ე.წ “წამების მანქანებში”.

კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ასახიჩრებდნენ ამ ქვეყნის მომავალს.

კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან.

კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ავიწროებდნენ სექსუალურად ქალებს პოლიციის განყოფილებებში.

კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ჩასვეს ციხეში 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, უმრავლესობა შენი ხნისაა.

კი ცოტნე, მამაშენის დავალებით გადაუხვია ამ ქვეყანამ ევროპული გზიდან.

კი ცოტნე, მამაშენი აიძულებს ყოველთვიურად ათასობით ახალგაზრდას, რომ მომავალი სხვა ქვეყანაში ეძიონ.
კი ცოტნე, მამაშენი გვართმევს მომავალს.

ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი, სადაც ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით თამაშობთ.

იქნებ ნაკლები ადამიანის გამწარებაში და გაუბედურებაში დაარწმუნო ბატონი ბიძინა.

და გახსოვდეთ, საქართველო არ არის ივანიშვილების საკუთრება!" - წერს ლევან სანიკიძე.