შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები - 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.