ჩვენ, როგორც 27 ოქტომბერს განვაცხადეთ პირველებმა, რომ უარს ვაცხადებთ ჩვენს მანდატებზე რა თქმა
უნდა და სიას ჩავხსნით, ანალოგიურად, დღეს ჩვენი წარმომადგენელი მივა ცესკოში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული მომავლის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მმართველობას ამ ქვეყანაში და ამას ამბობს, როგორც ამერიკა, ასევე ევროპა.

“ჩვენ, როგორც 27 ოქტომბერს განვაცხადეთ პირველებმა, რომ უარს ვაცხადებთ ჩვენს მანდატებზე, რა თქმა უნდა სიას ჩავხსნით, ანალოგიურად, დღეს ჩვენი წარმომადგენელი მივა ცესკოში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მივმართავთ, როგორც ცესკოს, ასევე პარლამენტსაც, რომ უარს ვაცხადებთ ჩვენ მანდატებზე. რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა, არც განიხილება და ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვები აბსურდულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთგულება დავანახოთ იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ხმები მოჰპარეს, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არიან ქვეყნის ევროპული მომავლის ამომრჩევლები. ევროპული მომავლის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მმართველობას ამ ქვეყანაში და ამას ამბობს, როგორც ამერიკა, ასევე ევროპა. დღეს ვნახეთ აბსურდის თეატრი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი აბსურდი ჩვენ არ გვინახავს. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, გაშიშვლებული იყო პარლამენტი, ერთპარტიული მმართველობა და ეს ყველაფერი ამაზრზენი სანახავი იყო”, - განაცხადა ივა ჭყონიამ.