ჩვენ დაგვრჩა ორი გზა, ეს არის ქუჩა და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამიტომ, ჩვენ აქ მოვედით დასავლელ პარტნიორებთან, მოვედით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან მათ ვთხოვოთ, კიდევ უფრო, გაძლიერებული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა რუსული სხდომა, რუსულ პარლამენტში, ამიტომ ქუჩის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.

“ჩვენ დაგვრჩა ორი გზა, ეს არის ქუჩა და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამიტომ, ჩვენ აქ მოვედით დასავლელ პარტნიორებთან, მოვედით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან მათ ვთხოვოთ, კიდევ უფრო, გაძლიერებული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ვთხოვოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუყოვნებლივ იქნეს სანქცირებული, რადგან ის უზურპირებას ახდენს ქართველი ხალხის ნების. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა დასავლელმა პარტნიორმა არ აღიარა არალეგიტიმური არჩევნები და პარლამენტი, მიუხედავად ამისა, უტიფრად დადგა და წავიდა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა რუსული სხდომა, რუსულ პარლამენტში, ამიტომ, ქუჩის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ დასავლური პარტნიორების მხარდაჭერა”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.