უბადრუკო პოლიცია! ჩემი ხანში შესული მშობლების აწიოკებას შეეშვით და მოდით ჩემთან თუ რამე ჯანდაბა გინდათ. ლოყის აწითლება მოგენატრათ როგორც ჩანს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

"უბადრუკო პოლიციავ! ჩემი ხანში შესული მშობლების აწიოკებას შეეშვით და მოდით ჩემთან თუ რამე ჯანდაბა გინდათ. ლოყის აწითლება მოგენატრათ როგორც ჩანს. არ დაგზარდებით. 

თქვენი ფეხი არ ვნახო ჩემი მშობლების ბინაში", - წერს ელენე ხოშტარია.