უფრო მეტად ეს ჰგავს იმას, რომ საქველმოქმედოდ ფონდისთვის შემოწირული თანხა გადავიდა ივანიშვილის ჯიბეში და ივანიშვილის კომპანიაში, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი იაფი სესხის სახით აქვს გაცემული მის საკუთრებაში არსებულ სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებზე.

"რას უნდა უკავშირდებოდეს ეს, რა ტიპის ქველმოქმედება შეიძლება ჩავთვალოთ მიწის ნაკვეთის შეძენა "ქართუ ფონდის" მხრიდან, მათი განმარტება საინტერესო იქნებოდა, თუმცა უფრო მეტად ეს ჰგავს იმას, რომ საქველმოქმედოდ ფონდისთვის შემოწირული თანხა გადავიდა ივანიშვილის ჯიბეში და ივანიშვილის კომპანიაში.

ამ ეჭვებს აძლიერებს ბოლო დროს განხორციელებული არაერთი საეჭვო ტრანზაქცია, რომელსაც ქველმოქმედებასთან შეხება ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, მაგალითად, როდესაც ბოლო წლებში თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი იაფი სესხის სახით აქვს გაცემული მის საკუთრებაში არსებულ სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა მისივე კუთვნილი კომპანიისგან მილიონ სამასი ათას ლარად ოზურგეთში 27 714 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა.