"ინიციატივა ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელი, გენერალ მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე 12-13 მაისს ბუქარესტში შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზეა მიწვეული.

ვახტანგ კაპანაძე მონაწილეობს ორ პანელზე - სასაზღვრო და საბრძოლო ხაზები: რეგიონული უსაფრთხოების შეფასება კავკასიაში და შავი გედები შავ ზღვაში: წარმოუდგენლის მოლოდინი. (Borderlines and Battlelines: Assessing Regional Security in the Caucasus და Black Swans in the Black Sea: Anticipating the Unthinkable.) 

დაგეგმილია შეხვედრები ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ, გენერალ ბენ ჰოჯესსთან და აშშ-ის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკ და "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორ ბობ ჰამილტონთან.