მმართველ ძალას არანაირი მიმღებლობა არ აქვს თუნდაც ჯანსაღი კრიტიკის მიმართ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საკმაოდ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ, მიუხედავად ამა თუ იმ შეფასებისა, გააგრძელონ ის კურსი, რომელსაც ადგანან, - ამის შესახებ პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს თავისი ზემოქმედების კუთხით აქვს ლიმიტები, რომელსაც ის ვერ გასცდება.

"მმართველ ძალას არანაირი მიმღებლობა არ აქვს თუნდაც ჯანსაღი კრიტიკის მიმართ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საკმაოდ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ, მიუხედავად ამა თუ იმ შეფასებისა, გააგრძელონ ის კურსი, რომელსაც ადგანან, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ეგზოტიკური შეფასება ამ მხრივ, მაგრამ ევროკავშირს თავისი ზემოქმედების კუთხით აქვს ლიმიტები, რომელსაც ის ვერ გასცდება, ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ფაქტორები, მთავარი ტვირთი საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობისა, ისევ ჩვენს მხრებზე უნდა ვზიდოთ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.