ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მის ძმას გია ჯაფარიძეს საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

"ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს საღამოს ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს და ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.