აბასთუმანში 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ცხედარი 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა გამოცემას განუცხადა, რომ ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

"ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში. გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული", - განაცხადა დავით მერაბიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.