საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

“მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.