ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

როგორც ცნობილია, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

საქმეზე შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.