ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძრის შედეგად 92 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ხანძრის მიზეზად ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება. ადგილზე, სახანძრო-სამაშველო და პირველადი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.