ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, რამდენიმე საათის წინ, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მიმდინარეობს დანგრეული სახლების მიმდებარედ არსებული სხვა საცხოვრებლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

დანგრეული 4 სახლიდან 3 დაკეტილი იყო, ერთადერთი მცხოვრები ქალი კი  მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია ააცილა.