შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.