მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 დაკავებულს - ჯანო არჩაიას, რუსლამ სივაკოვს, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 იანვარს გაიმართება.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები ახლა რუსთაველზე აქციას შეუერთდებიან.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.