შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.