ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ის სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს და გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს.

გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.