დღეს სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო ნია იმნაძე, მაგრამ იმნაძის ადვოკატი აგროვებს რაღაც ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ექიმი პასუხს აგებს, ვინც ნია იმნაძეს არასწორ დასკვნას მისცემს, რათა სასამართლო პროცესებს აარიდოს თავი.

"დღეს სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო ნია იმნაძე, მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს რაღაც ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ეშინიათ ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე არ შემოაკვდეთ ხელში, ან უფრო მეტიც -  არ მოკლას კუპატაძე-ავალიანებმა, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.

ვინც არასწორ დასკვნას მისცემს ნია იმნაძეს, ყველა ექიმი აგებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს. ყველაფერს მოახერხებს ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, რომ ნია იმნაძე არ მოიყვანოს სასამართლო პროცესამდე", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.